ჩვენ შესახებ

ახალი, მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო „კომორები“ განთავსებულია კოხტას მთის ფერდობზე

სასტუმრო „კომორები“-ს კარი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ახალი, მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო განთავსებულია ქალაქური ტიპის სოფელ ბაკურიანში, კოხტას მთის ფერდობზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სასტუმრო „კომორები“ აერთიანებს საშინაო კერის მყუდროებას, კომფორტს და თანამედროვე დიზაინს ერთ სივრცეში. ყველა ნომრიდან ხედი ბაკურიანის მთებზე იშლება. ოთახები აღჭურვილია თბოიზოლაციით, ინდივიდუალური კლიმატკონტროლით, განცალკავებული ტუალეტი-სააბაზანოთი, შხაპის კაბინით, ფენით, პირსახოცით და ხალათით. კომორების ყოველ ნომერში ნახავთ ტელევიზორს სატელიტური ტელევიზიით, უფასო wifi-ს, მაცივარს, მინი ბარს და სეიფს ძვირფასი ნივთების შესანახად.

სასტუმრო „კომორები“ თავის სტუმრებს სთავაზობს ხუთი ტიპის ნომერს, ორ რესტორანს, ლობის ზონას ყოველ სართულზე. ასევე თხილამურების, სნოუბორდის, თოვლმავალის და ავტომობილის  გაქირავებას. დამწყებ მოთხილამურეებს ან სნოუბორდისტებს შეუძლიათ ინსტრუქტორის მომსახურებით ისარგებლონ, რომლებიც მსურველებს პროფესიონალურ დონეზე შეასწავლიან ზამთრის სპორტის სახეობებს.

თავისი ლოკაციის წყალობით, სასტუმრო „კომორები“ სტუმრებს სთავაზობს დატკბენ მთის ხედებით, ბუნების სიმშვიდით და სუფთა ჰაერით. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სამთო ტრასების სიახლოვე: სასტუმროდან 300 მეტრის დაშორებით განლაგებულია სხვადასხვა ტიპის ტრასა, როგორც დამწყებთათვის, ისე ზამთრის სპორტის პროფესიონალი მოყვარულებისთვის.

restaurant4_icon

ორი რესტორანი

ერთი მთავარი რესტორანი
და ერთი შვედური მაგიდისთვის

transfer_icon

ტრანსფერი

სასტუმრო უზრუნველყოფს თქვენს ტრანსფერს
აეროპორტიდან სასტუმროში

inventari_icon

ინვენტარის გაქირავება

თხილამურების, სნოუბორდის, თოვლმავალის
და ავტომობილის გაქირავება

safe_icon

სეიფი

პირადი სეიფი
ძვირფასი ნივთების შესანახად

location2_icon

ტრასასთან ახლოს

სხვადასხვა სათხილამურო ტრასა
სასტუმროდან 300 მეტრის დაშორებით

tours_icon

ლაშქრობები

ლაშქრობები და ტურები
საინტერესო ადგილების მოსანახულებლად